ხაინდრავამ კანდელაკს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება შეახსენა

ხაინდრავამ კანდელაკს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება შეახსენა

გიორგი კანდელაკი დადიოდა და ევროპელ დეპუტატებს ეუბნებოდა, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს არ მისცეთო, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

ხაინდრავა თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კონრეტულ გვარებსაც ასახელებს.

„კანდელაკი დადიოდა და ყველა ევროპელ დეპუტატს ეუბნებოდა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ მიეცათ, ამას აკეთებდა წერეთელი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ბევრი წევრი. ინგლისის ყოფილმა ელჩმა განცხადებაც კი გააკეთა, თავი დაანებეთ ამ ბინძური საცვლების ევროპაში გამოფენასო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? „ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.