“სააკაშვილის გამოსვლებს გამოძიება არ სჭირდება, თვითაღიარებების კასკადია”

“სააკაშვილის გამოსვლებს გამოძიება არ სჭირდება, თვითაღიარებების კასკადია”

აიღეთ სააკაშვილის გამოსვლები და არანაირი გამოძიება მაგის საქმეს არ უნდა, ეს არის თვითაღიარებების კასკადი, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის თემაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

ხაინდრავას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტიის ყოფილი წევრების მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისინი სააკაშვილ-საყვარელიძის საუბარში წარმოდგენილ სქემას მისდევენ და მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე ხმაურიან განცხადებებს აკეთებენ.

„საიდან იცოდნენ უგულავამ ბაქრაძემ, მელიამ და გვარამიამ რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, არც ამ მოსამართლეებს არ გაუკეთებიათ მსგავსი განცხადება და მათ მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადებაშიც სულ სხვა მოტივზეა საუბარი. თავად ტყუილზე დგანან სიცრუეს ლაპარაკობენ. დღეს ძალა არ აქვთ და უტუფრობას მიმართავენ. ჩემდა სამწუხაროდ ქართული პრესა ამ ყველაფრის ტირაჟირებას აკეთებს. დღეს პრესკონფერენციაზე არავინ არ ჰკითხა მას საიდან ჰქონდა მას ის ინფორმაცია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა?! მოსამართლეებმა გითხრეს? რაიმე ტიპის განცხადება გავრცელდა?! -ეს არავინ არ ჰკითხა მან. იგივე უნდა გვეკითხა ბაქარაძისთვის, მელიასთვის და დანარჩენებისთვის. ვამბობ, რომ ბუნებაში მსგავსი არაფერი არ არსებობს, ეს დაადასტურა იმან, რომ მოსამართლეები უარს ამბობენ განცხადებაზე, სასამართლო კოლეგიამ არაფერი არ იცის ამის შესახებ. ერთადერთი წყარო სადაც ამ თემაზე იყო საუბარი ეს არის სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის საუბრი, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია. მხოლოდ და მხოლოდ იმ საუბარშია ლაპარაკი იმ სქემაზე რა სქემაც წარმოგვიდგინეს დღეს მელიამ, ბაქრაძემ უგულავამ და გვარამიამ. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება საჯაროდ და პროკურატურისთვისაც მითქვამს: აიღეთ სააკაშვილის გამოსვლები და არანაირი გამოძიება მაგის საქმეს არ უნდა, ეს არის თვითაღიარებების კასკადი. იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც. დღეს რაც განცხადებებიც ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დადასტურდა რომ ის სქემა ამუშავდა“, -განაცხადა გოგა ხაინდრავამ.