გოგა ხაინდრავა: უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტი მოხდა გუშინ საქართველოსთვის, რომელიც დარტყმაა ჩვენი მტრებისთვის

გოგა ხაინდრავა: უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტი მოხდა გუშინ საქართველოსთვის, რომელიც დარტყმაა ჩვენი მტრებისთვის

ის, რაც გუშინ მოხდა არის ისტორიული ხვედრი მთელი სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

ხაინდრავამ დიდ წარმატებად შეაფასა ვიზალიბერალიზაციის საკითხის საქართველოსთვის დადებითად გადაწყვეტა და აღნიშნა, რომ მომხდარმა შეაწუხა, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით მყოფი არაკეთილმოსურნეები.

„ის, რაც გუშინ მოხდა არის ისტორიული მოვლენა და უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტი მთელი საქართველოსთვის, რამაც შეაწუხე ჩვენი ქვეყნის მტრები, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

მე მინდა მივულოცო მთელს საქართველოს ეს დიდი წარმატება. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიმართ არაკეთილად განწყობილი ძალა უფრო მეტად გაღიაზიანდება, მაგრამ მთავარი ეს არაა, მტავარი ისაა, რომ ამას მიაღწია ხელისუფლებამ , ქვეყანამ და საზოგადოებამ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.