ხაინდრავას თქმით, გვარამიამ ახვლედიანის ქონებაზე გავრცელებული ინფორმაციის გადაფარვა სცადა

ხაინდრავას თქმით, გვარამიამ ახვლედიანის ქონებაზე გავრცელებული ინფორმაციის გადაფარვა სცადა

გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"- ის დირექტორმა მოსამართლეების ზეწოლაზე გაკეთებული განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ქონებაზე ინფორმაციის გადაფარვა სცადა

როგორც ხაიდრავამ პორტალ "კვირას" პრესკლუბში განაცხადა გავრამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერში, რომელიც გასულ წელს გავრცელდა და რომელშიც საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარი, სწორედ აღნიშნული ოდენობის თანხა იყო დასახელებული.

"რამ გაამწარა ნიკა გვარამია? ყველას გვახსოვს ჩვენ მისი საუბარი მამუკა ახვლედიანთან, ორივე მათგანმა დაადასტურა ამ საუბრის ავთენტურობა, მეტსაც გეტყვით როცა ეს ყველაფერი გაცხადდა და ახვლედიანი დაემუქრა გვარიამიას, რომ აღძრავდა საქმეს, ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა. იქ ფიგურირებდა თანხა, 6 მილიონი. გუშინ, გუშინწინ და დღეს ეს გაცხადდა და აღმოჩნდა რომ ბატონ მამუკა ახვლედიანს ამ თანხის ქონება ჰქონია შეძენილი სულ ახლახანს, 2016 წლის დეკემბერში, ნაწილი საქართველოში, ნაწილი ოფშორულ ზონაში და ეს დადასტურდა არა ვიღაცის ლაპარაკით არამედ დოკუმენტებით, რომლებიც ამოღებული იქნა საჯარო რეესტრიდან. დოკუმენტებით დასტურდება რომ ქონება გადაფორმებული აქვს ცოლზე, შვილზე, სიძეზე და თავის ნაწილი ოფშორში. ეს არის მარტივი სქემა. ნათლად ჩანს რომ რაზეც იქ საუბრობდნენ ეს შედგა. დღევანდელმა ფაქტმა პირდაპირ დაადასტურა რა აეწვა გვარამიას. ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომლის ქმედებებიც არის დასჯადი", -განაცხადა ხაიდრავამ.

რამდენიმე დღის წინ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის მიმოწერა გავრცელდა, სადაც საუბარი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლების მოსყიდვაზე.

პროკურატურამ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სააკაშვილისა და საყვარელიძის მიმოწერის ავთენბტურობის საკითხსაც გამოიკვლევს.