ოთარ კახიძე:   ქართული მედიის

ოთარ კახიძე: ქართული მედიის "ჯიდიესიზაცია" მიმდინარეობს

ქართული მედიის "ჯიდიესიზაცია" მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ივანაშვილი და მისი ოჯახი მედიასივრცის მონოპოლიზებას ცდილობს.

"ამის გამოა "რუსთავი 2"- ზე იერიში მიტანილი. ამას უკავშირდება "ჯიდიესის", "იმედი" და "მაესტროს" გაერთიანება. ამას უკავშირდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბატონი მაღლაფერიძის, ქალბატონი ია ანთაძის და "ჯიდიესის" სხვა ყოფილი თანამშრომლების გამწესება. ეს არის ერთ პაკეტში. ხდება მონოპოლიზაცია ივანიშვილის ხელში ამ მედიასივრცის",- განაცხადა კახიძემ.