როდესაც პრეზიდენტი ამზადებს ამა თუ იმ საკითხზე ვეტოს, კარგი იქნება წინასწარი კონსულტაციები ოპოზიციასთან გაიაროს

როდესაც პრეზიდენტი ამზადებს ამა თუ იმ საკითხზე ვეტოს, კარგი იქნება წინასწარი კონსულტაციები ოპოზიციასთან გაიაროს

ჩვენი პოზიცია არის ის, რომ როდესაც პრეზიდენტი ამზადებს ამა თუ იმ საკითხზე ვეტოს, კარგი იქნება წინასწარი კონსულტაციები იყოს ოპოზიციასთან გავლილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და დეპუტატებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორთან ჰქონდა კომუნიკაცია.

"კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციაც ყოფილიყო ჩართული ამ პროცესში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრეზიდენტმა ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს დეპუტატებსა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ და მასზე მხოლოდ ოპოზიცია იყო წარმოდგენილი.