ევროპა დაინტერესებული არ არის, რუსეთი სუსტი სახელმწიფო იყოს

ევროპა დაინტერესებული არ არის, რუსეთი სუსტი სახელმწიფო იყოს

ევროპა დაინტერესებული არ არის იმაში, რომ რუსეთი სუსტი სახელმწიფო იყოს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მე დავეჭვდებოდი რუსეთის რეალურ ძალაში, ქვეყანა, რომელსაც ძირს უთხრის ეკონომიკური კრიზისი. რუსეთის შიდა პრობლემები კარგად შენიღბულია საერთაშორისო და სამხედრო პოლიტიკის დინამიკით. ევროპა არ არის დაინტერესებული სუსტ და კრიზისში მყოფ რუსეთში“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

მოგერინიმ აღნიშნა, რომ „რუსეთი და ევროპა განაგრძობენ მუშაობას ისეთ საკითხებზე როგორიც არის ირანის ბირთვული პროგრამა“.

ამავდროულად, მისი თქმით, მას აშფოთებს უკრაინაში შექმნილი ვითარება, ვინაიდან „გრძელდება საზღვრების ძალის გამოყენებით უცვლელობის პრინციპის დარღვევა“.

„რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირებას, ავღანეთის საკითხს, მეეჭვება, რომ ტრამპისა და პუტინის დღის წესრიგი ერთმანეთს ემთხვეოდეს“, - დასძინა მან.