განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ შეიძლება განვიხილოთ სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილად

განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ შეიძლება განვიხილოთ სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილად

გამოძიებას საჭიროებს ეს საკითხი და მივმართავ ყველას, გამოიძიონ და არ დატოვონ რაიმე კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლოამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე სუს-ის მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით.

გია ვოლსკის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რაც, პოლემიკისა და ჯანსაღი ოპონირების ნაცვლად მიმართულია, საბოტაჟის რეჟიმისკენ.

„მნიშვნელოვანია, ყველა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიეწოდოს, მაგრამ საგანგებოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისმა საგამოძიებო სტრუქტურებმა იმოქმედონ ვინაიდან, ეს საკითხი, რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს, პირველ რიგში, ეხება ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნული სტაბილურობის საკითხებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ თუნდაც, საგამოძიებო სტრუქტურების მეშვეობით თავი უნდა დაიცვას ასეთი შემოტევებისგან, მითუმეტეს, ჩვენ სააკაშვილის გეგმების თაობაზე ვიცით, რომ არ იყოს არანაირი პოლემიკა, ბჭობა, ჯანსაღი ოპონირება და იყოს მხოლოდ საბოტაჟის რეჟიმი, მათ შორის მოსამართლეებზე ზეწოლა შეიძლება განვიხილოთ ამ სტრატეგიული გეგმის, როგორც ერთი ნაწილი. მოსამართლეს საერთოდ, იმუნიტეტი საკმაოდ მაღალი აქვს, მისი დაცულობა მაღალია და მასზე შეხება არის საკმაოდ სერიოზულად დასჯადი დანაშაული“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ”რუსთავი 2-ის” საქმეს განიხილავენ, ზეწოლას სწორედ სუს-ის ახორციელებდა.