საზოგადოება უნდა იყოს დარაზმული იმისთვის, რომ კონსტიტუცია უმრავლესობის უზურპაციისგან დავიცვათ

საზოგადოება უნდა იყოს დარაზმული იმისთვის, რომ კონსტიტუცია უმრავლესობის უზურპაციისგან დავიცვათ

საზოგადოება უნდა იყოს დარაზმული იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია უმრავლესობის უზურპაციისგან დავიცვათ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრამდე განუცხადა.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ”საერთო სასამართლეობის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტმა ვეტოს უფლება სწორად გამოიყენა.

"სამწუხაროდ, უმრავლესობა ზედიზედ იღებს ისეთ კანონებს, რომელიც შემდეგ საზოგადოებაში უკმაყოფილების საგანი ხდება. ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს მოსმენების კანონთან დაკავშირებითაც",- განაცხადა გოცირიძემ.

პრეზიდენტი ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობის", "პატრიოტთა ალიანსის" და "ევროპული საქართველოს" წევრები. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობამ ამ შეხვედრაზე დასწრებაზე უარი განაცხადა.

შეხვედრის შემდეგ, დღესვე, პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

პრეზიდენტი მათ იმ მოტივირებულ შენიშვნებს გააცნობს, რომელიც ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს წარუდგინა.

”საერთო სასამართლეობის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.