დეპუტატის თქმით, საგანგაშოა, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ხელს კიევიდან აფათურებენ

დეპუტატის თქმით, საგანგაშოა, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ხელს კიევიდან აფათურებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებითსაგანგაშოა, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ხელს კიევიდან აფათურებენ.

მისი თქმით, გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააეტოს, რათა საქმე ბოლომდე იქნას გამოძიებული.

"საგანგაშოა, როდესაც ადამიანები ცდილობენ კიევიდან ხელი აფათურონ სასმართლოს დამოუკიდებლობაში. მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე გადაწყევეტილება იქნას მიღებული იმ მოსამართლეების მიერ, რომელთა მიმართ კითხვის ნიშნები არ და  ეჭვი არ იქნება თავიანთი რეპუტაციის გაომდინარე. წავიკითხე განცხადებები და, რა თქმა უნდა, ქურდს კუდი ეწვის, ძალიან ცუდია, როდესაც კითხვის ნიშანი დაისმება მოსამართლეების მოსყიოდვასთან და კორუფციასთან დაკავშიურებით. ამიტომ გაოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის მიმოწერა გავრცელდა, სადაც საუბარი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლების მოსყიდვაზე.

გამოძიება პროკურატურამ ფაქტზე 14 იანვარს დაიწყო.