ნიკი ჰეილი - რუსეთისთვის სანქციების მოხსნის პირობა, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებაა

ნიკი ჰეილი - რუსეთისთვის სანქციების მოხსნის პირობა, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებაა

გაერო-ში აშშ-ის ახალმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის პირობა, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებაა. 
 „ყირიმი უკრაინის ნაწილია. ჩვენ მიერ რუსეთისთვის ყირიმთან დაკავშირებით დაწესებული სანქციები მანამ იმოქმედებს, სანამ რუსეთი უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლს არ დაუბრუნებს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ. 
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ასევე ოფიციალური მოსკოვი დაგმო დონბასში შექმნილი სიტუაციის გამო. 
„სამწუხაროა, რომ ჩემს პირველ საჯარო გამოსვლაში დონბასში აგრესიული ქმედებების დაგმობა მიწევს. ჩვენ მართლაც გვსურს მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ უკრაინის აღმოსავლეთში საშინელი სიტუაცია ჩვენგან რუსეთის ქმედებების აშკარა და მტკიცე დაგმობას ითხოვს“, - აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. 
„აშშ კვლავ გმობს და მოუწოდებს რუსეთს, ყირიმის ოკუპაციის დაუყოვნებლივი დასრულებისკენ“, - დასძინა მან.