მე არ მესმის პრეზიდენტ ტრამპის გარკვეული გადაწყვეტილებები, წინადადება თუ იდეა,- ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში მიგრაციის შეზღუდვის გადაწყვეტილების შეფასებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სებასტიან კურცმა აღნიშნა, ტერორიზმთან ბრძოლა არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ გარკვეული ქვეყნები ეჭვქვეშ მოექცნენ.
”მე არ მესმის პრეზიდენტ ტრამპის გარკვეული გადაწყვეტილებები, წინადადება თუ იდეა, რომელიც ეხება გარკვეული ქვეყნებისთვის არსებული ვიზების გაუქმებას და მეორე მხრივ, ვიზების გაუცემლობას. მე ვფიქრობ, აუცილებელია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. აუცილებელია მეტი უსაფრთხოება, მაქსიმუმის გაკეთება ჩვენი მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს მიზანი არ უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რათა მთელი რიგი ქვეყნები ზოგადი ეჭვის ქვეშ მოექცნენ”, - განაცხადა სებასტიან კურცმა.