სასამართლო რეფორმის საკითხზე პრეზიდენტთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან

სასამართლო რეფორმის საკითხზე პრეზიდენტთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან

”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, შეხვედრაში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მიიღებენ.

პრეზიდენტი ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან, ვიცე-სპიკერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას 11:00 საათიდან დაიწყებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი მათ იმ მოტივირებულ შენიშვნებს გააცნობს, რომელიც ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს წარუდგინა. 

”საერთო სასამართლეობის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.