რიჩარდ ჩარნეცკი - ვიმედოვნებ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი

რიჩარდ ჩარნეცკი - ვიმედოვნებ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი

დღეს ისტორიული დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის, ვინაიდან ჩვენ პარტნიორები ვართ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკიმ გუშინ განაცხადა.

ჩარნეცკის აზრით, საბოლოოდ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ისევე, როგორც ნატოს წევრი.

”საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ვიმედოვნებ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ვინაიდან საქართველო არის განუყოფელი ნაწილი ევროპის კულტურის, ევროპის ისტორიის. საქართველო არის ნაწილი ყველა ქრისტიანული სახელმწიფოებისა მთელს მსოფლიოში. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროპის ცივილიზაციის შემადგენელი ელემენტი. დღევანდელი დღე არის ისტორიული”, - განაცხადა გუშინ რიჩარდ ჩარნეცკიმ.