კიევმა დონბასში ვითარება ფულის მისაღებად და ოპოზიციასთან საბრძოლველად გაამწვავა

კიევმა დონბასში ვითარება ფულის მისაღებად და ოპოზიციასთან საბრძოლველად გაამწვავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დონბასში ვითარების გაუარესება იმაში მდგომარეობს, რომ კიევი, რომელსაც ფული სჭირდება, ცდილობს საკუთარი თავი საერთაშორისო საზოგადოების თვალში მსხვერპლად წარმოაჩინოს.

„ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა უნგრეთში ვიზტის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პირველი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ დღეს უკრაინის ხელმძღვანელობას ფული სჭირდება. ფულის მიღება ყველაზე კარგად ევროკავშირიდან და ევროპის ცალკეული ქვეყნებიდან, აშშ-დან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდანაც შეიძლება, როდესაც საკუთარ თავს აგრესიის მსხვერპლად წარმოაჩენ“, - განაცხადა პუტინმა.

მან სხვა მიზეზიც დაასახელა - ოპოზიციასთან ბრძოლა, რისთვისაც, მისი თქმით, კიევს ყურადღება გადააქვს დონბასში ვითარების გამწვავებით. პუტინი აცხადებს, რომ დონბასში ვითარების გამწვავება უკრაინული მხრის მიერ იყო პროვოცირებული.