ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა იმ სუბიექტების ჩამონათვალი, ვინც ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა და წინააღმდეგ წავიდა

ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა იმ სუბიექტების ჩამონათვალი, ვინც ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა და წინააღმდეგ წავიდა

ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დღევანდელი კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდა. აღნიშნული შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირეს ევროპის სახალხო პარტიის 187-მა და სოციალ-დემოკრატების 163 დეპუტატმა. ლიბერალების ალიანსიდან (ALDE) საქართველომ 62 ხმა მიიღო.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ევროპარლამენტის ჯგუფებიდან მხარი არ დაუჭირა EFDD-მ (თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა). აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის 31-მა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ასევე ENF პოლიტიკური ჯგუფის (ერებისა და თავისუფლების ევროპა) 24 წევრმა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის ლიდერი საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენია.