დონალდ ტრამპი „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ქრისტიანებზე ძალადობას გენოციდს უწოდებს

დონალდ ტრამპი „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ქრისტიანებზე ძალადობას გენოციდს უწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მხრიდან ქრისტიანებზე ძალადობას გენოციდი უწოდა. მისივე თქმით, სერიოზულად იდევნებიან მუსლიმები და იუდეველებიც.

„აღმსარებლობის თავისუფლება უწმინდესი უფლებაა, მაგრამ ახლა ეს უფლება საფრთხის ქვეშ დგას, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო იმყოფება ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ. ჩვენ ვხედავთ, „ისლამური დაჯგუფების“ „ბოევიკები“ როგორ ახორციელებენ ძალადობას და დევნიან მუსლიმებს. ვხედავთ, როგორ ემუქრებიან იუდეველებს განადგურებით. ვხედავთ „ისლამური სახელმწიფოს“ გენოციდის კამპანიას ქრისტიანთა წინააღმდეგ, როდესაც „ბოევიკები“ ადამიანებს თავებს აჭრიან“, - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას.

ტრამპის განცხადებით, ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება, ამ სიტუაციის წინააღმდეგ ითანამშრომლოს.