იანოშ ჰერმანი:   წლების განმავლობაში საქართველომ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი გააკეთა

იანოშ ჰერმანი: წლების განმავლობაში საქართველომ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი გააკეთა

ეს შესანიშნავი შედეგია, მინდა მოგილოცოთ. წლების განმავლობაში საქართველომ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი გააკეთა, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

„ევროპარლამენტის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. დავითვალე და ევროპარლამენტის შემადგენლობის 86% დაუჭირა მხარი აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს ცხადყოფს, თუ რა პატივისცემა არსებობს ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროს საქართველოს მიერ შესრულებული მუშაობისადმი. ახლა შემდეგი ეტაპია, რომ წევრმა ქვეყნებმა ევროსაბჭოში ასევე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება. თუ როდის, არ ვიცი, ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებზე“, - აღნიშნა მან.

იანოშ ჰერმანმა შეჩერების მექანიზმის შესახებაც გააკეთა კომენტარი. „ასევე მინდა შევეხო შეჩერების მექანიზმის მუხლს და აღვნიშნო, რომ ეს არა საქართველოს, არამედ სხვადასხვა ფაქტორების კომბინაციის გამო იყო შემოღებული. ამავდროულად ეს ნიშნავს, რომ ადგილი ექნება მონიტორინგს, თუ როგორ ასრულებენ ქვეყნები ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პირობებს. მას მერე, რაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მნიშვნელოვანია მოხდეს ყველას ინფორმირება, თუ ზუსტად რა წესებზე და ვალდებულებებზე მიდის საუბარი. უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში არსებობს განზრახვა, მოხდეს ამ პროცესის მონიტორინგი“, - დასძინა იანოშ ჰერმანმა.