„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, იმ წარმატებაში, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, მნიშვნელოვანი როლი სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ძალიან მალე საქართველოს ყველა მოქალაქე ამ წარმატებისგან კონკრეტულ სარგებელს მიიღებს.
„ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა. დღე, როცა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწია. მოხარული ვარ, რომ ამ წარმატებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მიხარია, რომ ძალიან მალე საქართველოს ყველა მოქალაქე კონკრეტულ სარგებელს მიიღებს ამ წარმატებისგან. განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი მეგობრები ისარგებლებენ ამ წარმატებით, ვინაიდან მათ ექნებათ არა მხოლოდ ქართული პასპორტი, რომელიც პირადობის სახელმწიფო დამადასტურებელი დოკუმენტია, არამედ დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ სარგებელს მოუტანს მათ ოჯახებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას კომენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.