ვიზალიბერალიზაცია არის მოვლენა, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები ექნება ჩვენი ხალხის ცხოვრებაში

ვიზალიბერალიზაცია არის მოვლენა, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები ექნება ჩვენი ხალხის ცხოვრებაში

ვიზალიბერალიზაცია არის მოვლენა, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები ექნება ჩვენი ხალხის ცხოვრებაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

გიორგი კანდელაკმა ფრაქციის და საპარლამენტო უმცირეობის სახელით მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა.

”მინდა მივულოცო ჩვენს ყველა მოქალაქეს ეს გარღვევა. მათ შეეძლებათ ამ სიკეთით სარგებლობა უახლოეს კვირებში. ეს არ არის უბრალოდ გადაადგილების თავისუფლება, ეს არის სიკეთე, რომელიც შეცვლის ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრებას. ბევრი ახალგაზრდის, სტუდენტის და ბიზნესმენის ცხოვრებას და საქმიანობას.

რაც შეეხება ოპონენტების განცხადებებს, ჩემი დამოკიდებულება ამ არაკომპეტენტური მთავრობის მიმართ ცნობილია და დღეს ამ დისკუსიაში არ შევალთ თუ ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი და ვისი - არა. ეს ხალხმა ისედაც იცის. მოლაპარაკებები დაიწყო 2012 წელს და მაშინ ჩვენი წარმომადგენელი იყო თორნიკე გორდაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრი არ იყო”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის გეგმით ვიზალიბერალიზაცია გაცილებით ადრე უნდა მიგვეღო, 2014 წელს, თუმცა ”სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.

”მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.