ქართველი პოლიტიკოსები მარია გაბრიელს მადლობას უხდიან

ქართველი პოლიტიკოსები მარია გაბრიელს მადლობას უხდიან

ქართველი პოლიტიკოსები ევროპარლამენტარს, საქართველოს საკითხზე მომხსენებელს მარია გაბრიელს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ მადლობას უხდიან.

"მადლობა მარია გაბრიელს უდიდესი მცდელობებისთვის, რომ უვიზო რეჟიმი შესაძლებელი გახდეს დღეს! საქართველო აფასებს თქვენს თავდაუზოგავ მუშაობას და ძლიერ მხარდაჭერას!“ - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

დეპუტატს მადლობას უხდის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძეც.

"მადლობა მარია გაბრიელ დიდებული სამუშაოსთვის. მოუთმენლად ველით ხმის მიცემას!“, - წერს დოლიძე.

განსაკუთრებულ მადლობას უხდის მარია გაბრიელს საქართველოს ელჩის დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი.