მნიშვნელოვანი კენჭისყრა, დადებითი მიღწევა ევროკავშირისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის

მნიშვნელოვანი კენჭისყრა, დადებითი მიღწევა ევროკავშირისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის

მნიშვნელოვანი კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. დადებითი მიღწევა ევროკავშირისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ კლოდ მორაესმა დაწერა.

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.

საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი 553 ევროპარლამენტის წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 დეპუტატი იყო, თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.