მშვენიერი სიახლე საქართველოსთვის: ევროპარლამენტმა მტკიცე უმრავლესობით მიიღო უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის

მშვენიერი სიახლე საქართველოსთვის: ევროპარლამენტმა მტკიცე უმრავლესობით მიიღო უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის

მშვენიერი სიახლე საქართველოსთვის: ევროპარლამენტმა მტკიცე უმრავლესობით მიიღო უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, - წერს სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრი მარია გაბრიელი.

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.

საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი 553 ევროპარლამენტის წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 დეპუტატი იყო, თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.

დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.