არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე, მეორე მხარე, რომელიც მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის პროცესს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიკი მაიერმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვიკი მაიერის მოსაზრებით, როცა საუბარია ვიზალიბერალიზაციაზე, საკითხის ფართო ჭრილში განხილვა ღირს.
”ბრიუსელის მიერ შემოთავაზებული ვიზალიბერალიზაცია დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ, თუმცა პარალელურად უნდა ვისაუბროთ იმ სერიოზულ კრიზისზე, რომელიც არსებობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროშიც. ამიტომ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად არ გვჭირდება ვიზალიბერალიზაცია. ვინაიდან, ასეთი ტიპის ლიბერალიზაცია გაამძაფრებს ორგანიზებულ დანაშაულს. თუკი გავიხსენებთ გერმანიაში გასულ წელს საქართველოდან დაფიქსირებულ ორგანიზებულ დამნაშავეებს, ცოტა საფრთხის წინაშე ვიმყოფებით. ამიტომ, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე, მეორე მხარე, რომელიც მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის პროცესს. სწორედ ამიტომ, უფრო ფართო ჭრილში ღირს საკითხის განხილვა, როცა საუბარია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე”, - განაცხადა ვიკი მაიერმა.