საქართველო ევროკავშირის პარტნიორია, ევროკავშირის ირგვლივ კი მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ

საქართველო ევროკავშირის პარტნიორია, ევროკავშირის ირგვლივ კი მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ

ევროკავშირი ყოველთვის იდგა იმ პოზიციაზე, რომ ყველა კრიტერიუმის შესრულების შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაცია ძლიერი სიგნალია ქართველებისთვის. საქართველო ევროკავშირის პარტნიორია და ევროკავშირის ირგვლივ მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ“, - აღნიშნა მარია გაბრიელმა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოტანით საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპულ ღირებულებებს, რაც ხელს შეუწყობს კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას.