პეტრო პოროშენკო უკრაინის ნატო-ში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

პეტრო პოროშენკო უკრაინის ნატო-ში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ნატო-ში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Berliner Morgenpost-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რასაც მართლაც ვაფასებ ეს უკრაინელი ხალხის აზრია. ოთხი წლის წინ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას მოსახლეობის 16% უჭერდა მხარს. ახლა ეს მაჩვენებელი 54%-ს შეადგენს. როგორც პრეზიდენტი მე გავიგებ ჩემი ხალხის აზრს და ჩავატარებ რეფერენდუმს ნატო-ში გაწევრიანებაზე და თუ უკრაინელები მხარს დაუჭერენ ამას, მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა მივაღწიო უკრაინის წევრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“, - აღნიშნა პოროშენკომ. 
2014 წლის დეკემბერში უკრაინის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ორ კანონში და უარი განაცხადა უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსზე.
უკრაინის სამხედრო დოქტრინის ახალი რედაქციის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 24 სექტემბერს გამოქვეყნდა, კიევი თავის პრიორიტეტად ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას მიიჩნევს.