აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ფიცი დადო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ფიცი დადო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა ფიცი დაადებინა რექს ტილერსონს, რომელიც აშშ-ის 69-ე სახელმწიფო მდივანი გახდა. ფიცის დადების ცერემონია თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანდასწრებით გაიმართა.

„ეს ის ადამიანია, რომელიც პატივისცემით სარგებლობს მსოფლიოში. მაგრამ ახლა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მგზავრობა იწყება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები და აშშ-ის მოწოდებაა, ხელი შეუწყოს მსოფლიოში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. 

გუშინ აშშ-ის სენატმა რექს ტილერსონის კანდიდატურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანამდებობაზე 56 ხმით 43-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

წლების განმავლობაში რექს ტილერსონი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანიას ExxonMobil-ს.