"ქართველი პარლამენტარების მიერ მიღებული კანონები საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად აქცევს"

"როდესაც ეკონომიკის არმცოდნე ხალხისგან მესმის, რომ საქართველოს გასამდიდრებლად ყველანაირი რესურსი აქვს, მუდამ ვამბობ, რომ ეს ასეა - საქართველოში ყველაფერია, ინვესტიციური მიმზიდველობის გარდა", – ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინელი ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი წერს. 

"ასაყვავებლად საქართველოს სხვა წარმატებული ქვეყნების კანონები აკლია, იმ ქვეყნების, რომლებშიც ხალხი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ცხოვრების დონეც მაღალია, მაგალითად, შვეიცარიის, ქვეყნის, რომელიც ბუნებრივი თავისებურებებით საქართველოს ასლია, მაგრამ იქ ადამიანებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ და მდიდრებიც შეიძლება ვუწოდოთ! 

წამყვან ბიზნეს-გამოცემაში, „ბლუმბერგში" საუბარი სწორედ ამ თემაზეა და რაც ყველაზე მეტად საწყენია, საქართველოს ასლი - შვეიცარია ამავე რეიტინგში მოწინავე პოზიციას იკავებს. რატომ არ სურთ საქართველოს პარლამენტარებს ამ ქვეყნისგან მაგალითის აღება და მათი კანონების ჩვენთან დამტკიცება? ვის აწყობს, რომ საქართველო არ აყვავდეს?

რასაკვირველია, ეს კითხვები საქართველოს პარლამენტის წევრებს ეხებათ, რომელიც დაკოპლექტებულია არაპროფესიონალებისგან და ისინი მოქალაქეებისთვის ისეთ კანონებს „იგონებენ", რომლებიც საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად აქცევს!

მე ჩვენი პარლამენტის წევრებს ვურჩევდი, არაფერი მოიგონონ, უმჯობესი იქნება, პირდაპირ გადმოიღონ შვეიცარიული კანონები, რომლებიც ბიზნესსა და დემოკრატიას ეხება და რამდენიმე ათეული წელიწადის შემდეგ საქართველო ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა გახდება!", – წერს ჩერნოვეცკი.