მარია გაბრიელი - საქართველომ გაატარა ძალიან დიდი და რთული რეფორმები, ამიტომ ეს არის დამსახურებული უვიზო მიმოსვლა

მარია გაბრიელი - საქართველომ გაატარა ძალიან დიდი და რთული რეფორმები, ამიტომ ეს არის დამსახურებული უვიზო მიმოსვლა

თქვენმა ქვეყანამ გაატარა ძალიან დიდი და რთული რეფორმები, ამიტომ ეს არის დამსახურებული უვიზო მიმოსვლა, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს საკითხის მომხსენებელმა მარია გაბრიელმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე დღეს ევროპარლამენტისგან პოზიტიურ სიგნალს ელოდება.

„ეს არის ძალიან პოზიტიური სიგნალი. კოლეგებისგან ველი ძლიერ მხარდაჭერას. ჩემი, როგორც მომხსენებლის მიზანია, მოვიპოვო ოფიციალური ხელმოწერა პირველ ან ორ მარტს და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების გამოქვეყნება ოფიციალურ ჟურნალში რაც შეიძლება სწრაფად - 10 მარტამდე. ამის შემდეგ მხოლოდ 20 დღე მოგვიწევს ლოდინი უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლამდე, თუმცა განვაგრძობ მოთხოვნას, რომ ეს მოხდეს მარტის ბოლომდე. თქვენმა ქვეყანამ გაატარა ძალიან დიდი და რთული რეფორმები, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის დამსახურებული უვიზო მიმოსვლა. უვიზო რეჟიმი ნიშნავს ადამიანებს შორის კავშირების გაძლიერებას, ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისა და ტურისტებისთვის კარის გაღებას. ეს ასევე არის ღია კარი ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს საერთო გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება და საქართველომ დაამტკიცა, რომ ის მართლაც სტაბილური პარტნიორია. უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა და უვიზო რეჟიმი არის ამის წინაპირობა“, - განაცხადა მარია გაბრიელმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.