ჩვენ მოვისმინეთ ძალიან კარგი განმარტება ამბიციური რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

ჩვენ მოვისმინეთ ძალიან კარგი განმარტება ამბიციური რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

ჩვენ განვიხილეთ მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და მოვისმინეთ ძალიან კარგი განმარტება ამბიციური რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, - განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დენიელსონმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვითან შეხვედრის შემდეგ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, კრისტიან დენიელსონის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს, რომელიც მოიცავს როგორც მაკროეკონომიკურ სისტემას, ასევე კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას და დახმარებას სხვადასხვა ფორმით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კრისტიან დენიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მეიერ ჰარტინგი, ფინანსთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გენადი არველაძე.