დეპუტატი სააკაშვილისგან ქართველ მოსამართლებზე შესაძლო ზეწოლაზე უმკაცრეს რეაგირებას ელოდება

დეპუტატი სააკაშვილისგან ქართველ მოსამართლებზე შესაძლო ზეწოლაზე უმკაცრეს რეაგირებას ელოდება

დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი დეპუტატის დავით საყვარელიძის საუბრის შინაარსით.

„პირველ რიგში გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამ მიმოწერის ავთენტურობით და დადასტურების შემთხვევაში ამას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება, როგორც მართლმსაჯულების, ასევე საზოგადოების მხრიდან. იმ შემთხვევაში თუ ეს დადასტურდა, ნამდვილად შემაშფოთებელია. როდესაც ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაჯანსაღოთ, გავატაროთ რეფორმები, ამ დროს ჩვენ ვხედავთ ინტრიგებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

გაზეთ "Українська революція"–ის რედაქცია სკანდალური უკრაინელი პოლიტიკოსების მამხილებელი მასალების ონლაინ–პუბლიკაციას განაგრძობს.

ამჯერად რუბრიკა სააკაშვილის სკანდალურ მიმოწერას აქვეყნებს. გამოცემის რუბრიკის მორიგი გმირები მოძრაობა "Рух нових сил"–ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრე, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე არიან.

გაზეთის წინა რუბრიკაში საუბარი იარაღის გაყიდვასა და ჟურნალისტების მოსყიდვაზე იყო.