დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად ნილ გორსაჩი წარადგინა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად ნილ გორსაჩი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსამართლე ნილ გორსაჩი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად წარადგინა.

„დღეს მე ვასრულებ კიდევ ერთ დანაპირებს, რომელიც ამერიკელ ხალხს მივეცი და წარვადგენ ნილ გორსაჩის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე“, - განაცხადა ტრამპმა.

ნილ გორსაჩი დენვერში მდებარე მეათე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. ის ცნობილია თავისი კონსერვატიული ხედვებით.

აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ტრამპის პრეზიდენტობისთვის იმის გათვალისწინებით თუ რა როლს თამაშობს უზენაესი სასამართლო საკანონმდებლო პროცესში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სენატში მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა უბრალო უმრავლესობის მოპოვება.