შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მთელი ღამის განმალობაში თბილისის ქუჩებში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა,- ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა.
”ღამის განმავლობაში ცენტრალურ ქუჩებზე სამჯერ მოვაყარეთ ტექნიკური მარილი. გაწმენდითი სამუშაოები ახლაც გრძელდება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩიხების და შიდაკვარტალურ გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა”, -განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილების შეფერხების არც ერთი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.