უკრაინის პრეზიდენტი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს შეხვდა და ქალაქ ავდეევკაში არსებული ვითარება განიხილა. მან გენერალური შტაბის ხელმძღვანელსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. ასევე, კიევისა და რეგიონის მაღალჩინოსნებს ავდეევკის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების გაგზავნა დაავალა. პოროშენკოს თქმით, აუცილებელია პრორუსული ძალების მიერ დაჭრილ მოქალაქეებს და სამხედროებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.
ცნობილია, რომ დონეცკის ოლქიდან, კერძოდ, ავდეევკადან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. სიტუაციას ძლიერი ყინვა ართულებს. რამდენიმე დღეა, მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. ქვეყნის ანტიტერორისტული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
ავდეევკას რაიონში პრორუსი სეპარატისტები ეწ. გრადებს იყებენ, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება. სეპარატისტების განცხადებით, უკრაინის სამთავრობო ძალების შეტევის შედეგად 80-ზე მეტი მებრძოლი დაკარგეს.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დღეს გერმანიაში ვიზიტი შეწყვიტა და კიევში დაბრუნდა.