ვანის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს

ვანის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს

ვანის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, შემთხვევა ჩოხატაურისა და ვანის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ვანის ტერიტორიაზე მოხდა. ჩოხატაურში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ვანში, სოფელ ყუმურში სტუმრად იმყოფებოდა და უკან, მთაზე გადასასვლელი საფეხმავლო გზით ჩოხატაურში ბრუნდებოდა. ოჯახის წევრები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამთო გადასასვლელით ჩოხატაურისკენ მიმავალი მამაკაცი მესაქონლეთა კარავთან იპოვეს. 
გამგებლის ინფორმაციით, ამ წუთებში გარდაცვლილის მთიდან გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს. 
ამასთან, როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.