დონალდ ტუსკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებებით შეშფოთებულია

დონალდ ტუსკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებებით შეშფოთებულია

ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ ტუსკი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში წერს.

როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, „ის გამოწვევები, რომლებსაც ევროკავშირი უპირისპირდება, გაცილებით უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე ოდესმე ყოფილა რომის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ“. 

ევროსაბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „პირველი საფრთხე, საგარეო, უკავშირდება ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციას მსოფლიოში და ევროპის ირგვლივ“. 

„მხნე ჩინეთი, განსაკუთრებით ზღვაში, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უკრაინასა და მის მეზობლებთან მიმართებაში, ტერორი და ანარქია ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, სადაც წამყვან როლს რადიკალური ისლამი თამაშობს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის შემაშფოთებელი განცხადებები ჩვენს მომავალს სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებადს ხდის“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა თავის წერილში.