ეკა მიშველაძე - იმედია, არ დარჩება შთაბეჭდილება, თითქოს კომისია იმისთვისაა, რომ განიხილოს ყველაფერი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტების მხრივ

ეკა მიშველაძე - იმედია, არ დარჩება შთაბეჭდილება, თითქოს კომისია იმისთვისაა, რომ განიხილოს ყველაფერი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტების მხრივ

იმედია, არ დარჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს საკონსტიტუციო კომისია არის იმისთვის, რომ განიხილოს ყველაფერი არა საკონსტიტუციო, არამედ კონკრეტულად პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტების მხრივ, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

კითხვაზე, რას ფიქრობს გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების საკითხზე მსჯელობასთან დაკავშირებით და პარლამენტის თვმჯდომარის განცხადებაზე, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი და უფლებამოსილებები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს, მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ადმინისტრაციის პოზიცია ცნობილია. 
”პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საკითხებს, იმედია, რომ საკონსტიტუციო კომისია მართლაც იმსჯელებს მნიშვნელოვან საკითხებზე და არ დარჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ეს კომისია მსჯელობს ყველაფერზე, გარდა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო თემებისა. იმედია, არ დარჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ეს კომისია არის იმისთვის, რომ განიხილოს ყველაფერი არა საკონსტიტუციო, არამედ კონკრეტულად პრეზიდენტის უფელებამოსილების შესუსტების მხრივ”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.