დონეცკის ოლქში, ავდეევკაში „გრადის“ სისტემიდან სროლას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

დონეცკის ოლქში, ავდეევკაში „გრადის“ სისტემიდან სროლას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

დონეცკის ოლქში, ავდეევკაში „გრადის“ სისტემიდან სროლებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. აღნიშნულის შესახებ დონეცკის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ აბროსკინმა განაცხადა.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ბოევიკები“ არ წყვეტენ დარტყმების განხორციელებას ავდეევკაზე. დილის ხუთ საათზე საცხოვრებელი სახლის მიმართულებით სროლების შედეგად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - დაწერა დონეცკის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელმა. 

ავდეევკაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. შეიქმნა საგანგებო სიტუაციის შტაბი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 71-ჯერ დაირღვა. აქედან 34 შემთხვევაში „ბოევიკები“ მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღებით ახორციელებდნენ დარტყმებს.

ღამით „ბოევიკებმა“ ავდეევკაზე დარტყმები „გრადის“ სისტემიდან განახორციელეს.