კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

ვაკის რაიონში, ქავთარაძის ქუჩა N1-ელთან, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან", კერძო სამშენებლო კომპანიამ, შენობის დემონტაჟისას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  სახანძრო ჰიდრანტი დააზიანა.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელ სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოების დაწყება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 31 იანვრს 12:30 საათიდან, დღეს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული იქნება:

საბურთალოს რაიონში:

ვაჟა ფშაველას N48-დან - N74-ის ჩათვლით; ყაზბეგის გამზირს N30-დან - N48-ის ჩათვლით, ქავთარაძის ქუჩას და შანხაის დასახლებას.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.