გაზპრომი ლატვიური გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 34 პროცენტის მფლობელი გახდა

გაზპრომი ლატვიური გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 34 პროცენტის მფლობელი გახდა

გაზპრომი ლატვიური გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 34 პროცენტის მფლობელი გახდა 31 იანვარი, 2017, 13:01 თბილისი (GBC) - გაზპრომი ლატვიური გაზის ტრანსპორტირებისა და გაზსაცავის ოპერატორი კომპანიის Conexus Baltic მეწილე გახდა. კომპანიის 34,1 %-იანი წილის შეძენა გაზის სექტორში ლატვიური მონოპოლისტის, Latvijas Gaze-ის რეორგანიზაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ლატვიის ახალი კანონმდებლობის მიხედვით, Latvijas Gaze-ის რეორგანიზაცია აპრილამდე უნდა დასრულდეს. კომპანიას უნდა გამოყოფოდა გაზის მოწოდება და შენახვა. სწორედ ეს ფუნქციები გადაეცა Conexus Baltic-ს, რომელიც ამ წლის იანვარში დაფუძნდა.