ენრიკე პენია ნიეტო - მექსიკა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს წარმართავს თავისი ღირსებისა და დამოუკიდებლობის დაცვით

ენრიკე პენია ნიეტო - მექსიკა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს წარმართავს თავისი ღირსებისა და დამოუკიდებლობის დაცვით

მექსიკა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს წარმართავს როგორც სუვერენული სახელმწიფო, თავისი ღირსებისა და დამოუკიდებლობის დაცვით, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ.
„გასულ პარასკევს, ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რათა ხაზი გამესვა იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ჩვენ, მექსიკელები, ვანიჭებთ იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება“, - თქვა მექსიკის პრეზიდენტმა. 
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანხმობას ვერც ერთ სფეროში მივაღწიეთ, ამ საუბარმა სივრცე გაგვიხსნა, რათა მექსიკისა და აშშ-ის მთავრობებმა დიალოგი განაგრძონ“, - აღნიშნა ენრიკე პენია ნიეტომ. 
თავის გამოსვლაში მექსიკის ლიდერმა აღიარა, რომ მექსიკას „რთული მომენტების“ და „მძიმე მუშაობის დროის“ გავლა მოუწევს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაური „იზრუნებს ეროვნული ეკონომიკის ზრდაზე“ და „დაიცავს თანამოქალაქეებს, ვინც აშშ-ში ცხოვრობს ან იმყოფება“.