ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ხანძრის შედეგად დაზარალებულების საგადასახადო ვალდებულებულებებისა და დავალიანებების შესწავლა ინდივიდუალურად მოხდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ხანძრის შედეგად დაზარალებულების საგადასახადო ვალდებულებულებებისა და დავალიანებების შესწავლა ინდივიდუალურად მოხდება

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების საგადასახადო ვალდებულებულებებისა და დავალიანებების შესწავლა ინდივიდუალურად მოხდება, რათა მომავალ საქმიანობაში პრობლემა არ შეექმნათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს მერიაში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განუცხადა. 

თბილისის მერიაში საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა უწყების თანამშრომლებიც იღებენ. შეხვედრის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სამინისტრომ გუშინვე მოახდინა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის გაცნობის მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ. 

”მას შემდეგ, რაც მოხდება განადგურებული პროდუქციის მოცულობისა და ზიანის დადგენა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უსწრაფეს რეჟიმში მოახდენს სასაქონლო მატრიალური ფასეულობის ჩამოწერას გადამხდელლებზე იმისთვის, რომ მათ საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნას განადგურებულ საქონელზე. გარდა ამისა, უკვე შემდგომ პერიოდში ინდივიდუალურად მოხდება შესწავლა თითოეული ამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების და საგადასახადო დავალიანებების და ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. იქედან გამომდინარე, რომ მომავალ საქმიანობაში პრობლემა არ შეიქმნას”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.