ოქროს ბირჟის მოვაჭრე - ძვირფასი ლითონის ნივთები დაზიანებული არაა

ოქროს ბირჟის მოვაჭრე - ძვირფასი ლითონის ნივთები დაზიანებული არაა

ოქროს ბირჟის ერთ-ერთი მოვაჭრის, მაგული კერესელიძის ინფორმაციით, საცავებში არსებული ძვირფასი ლითონის ნივთები დაუზიანებელია. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს კერესელიძემ საცავიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მას თავისი ნივთები სრულად დახვდა. 

კერესელიძის ინფორმაციითვე, სრულად და დაზიანების გარეშე დახვდათ ნივთები სხვებსაც. 

საცავებში ოქროს ბირჟის მოვაჭრეთა შეყვანა და მათი ნივთების გამოტანა გრძელდება.