„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები შენობაში შესასვლელად მთავრობას ვადას 13:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „სიურპრიზით“ იმუქრებიან

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები შენობაში შესასვლელად მთავრობას ვადას 13:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „სიურპრიზით“ იმუქრებიან

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები მთავრობას 13:00 საათამდე აძლევენ ვადას, რომ შენობაში შეუშვან და კუთვნილი ნივთების გამოტანის უფლება მისცენ. 
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოვაჭრეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ, თუმცა კონკრეტულად რა ფორმას, ეს, მათი თქმით, „მთავრობისთვის სიურპრიზი იქნება“.

„ულტიმატუმს ვუყენებთ მთავრობას და ვადას ვაძლევთ 13:00 საათამდე, რომ შეგვიშვან შენობაში და მოგვცენ უფლება, გავიტანოთ ჩვენი ნივთები. საშუალება იყო და ამ მომენტშიც არის, რომ შეგვიშვან და იქიდან ნელ-ნელა მოგვაწოდონ ნივთები. რას გავაკეთებთ ვადის ამოწურვის შემდეგ, ეს იქნება სიურპრიზი მთავრობისთვის“, - განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.