ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ სსიპ-ს კონტროლის გაძლიერებული მექანიზმი და დამოუკიდებელი ბიუჯეტი

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ სსიპ-ს კონტროლის გაძლიერებული მექანიზმი და დამოუკიდებელი ბიუჯეტი

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ სსიპ-ს, რომელიც შეიქმნება, ექნება კონტროლის გაძლიერებული მექანიზმი და დამოუკიდებელი ბიუჯეტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სსიპ-ი იქნება მაქსიმალურად დამოუკიდებელი, რომელიც შეიქმნება უსაფრთხოების სამსახურში. ბესელიას ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, შემოღებული იქნება ასევე დამატებითი გასაღები.

„ხანგრძლივი და ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ, მოდელი, რომელსაც ვემხრობით, არის ახალი სააგენტო სსიპ-ის ფორმის. სააგენტო იქნება უსაფრთხოების სამსახურთან არსებული. თუმცა - მაქსიმალურად დამოუკიდებელი. იქნება ახალი წესი სააგენტოს უფროსის არჩევის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველის, პარლამენტის, სასამართლოს წარმომადგენლები და მას დანიშნავს პრემიერი. სააგენტოს ექნება ასევე დამოუკიდებელი ბიუჯეტი. ეს იქნება ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების დაცვას შორის. ამავდროულად, შემოგვაქვს კიდევ ერთი გასაღები და ეს იქნება უზენაეს სასამართლოში კონკრეტული მოსამართლის, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის განახორციელებს სპეციალურ კონტროლს, თუ როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ბესელიამ.