ირაკლი ალასანია: „ყველა პენსიონერს პენსია არანაკლებ 220 ლარისა ექნება“ (VIDEO)

ირაკლი ალასანია: „ყველა პენსიონერს პენსია არანაკლებ 220 ლარისა ექნება“ (VIDEO)

დღეს, ოზურგეთში,  კოალიცია „ქართული ოცნების“  ლიდერები ირაკლი ალასანია, დავით ბერძენიშვილი და გუბაზ სანიკიძე მხარდამჭერებს შეხვდნენ. კოალიციის ლიდერებმა ოზურგეთელებს „ქართული ოცნების“ განათლების, ჯანდაცვის,  სოფლის მეურნეობის  და დასაქმების პროგრამები გააცნეს. ირაკლი ალასანიამ ოზურგეთელებთან ვრცლად ისაუბრა სოციალურ რეფორმაზე.

„ჩვენს ქვეყანაში სოციალური რეფორმა განხორცილედება სწორედ იმ გეგმით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პენსიონერს მინიმალური პენსია განესაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პენსიონერს პენსია  არანაკლებ 220 ლარისა ექნება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ოზურგეთელებთან შეხვედრაზე.