საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოლეგებთან ერთად ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იანგლანდს შეხვდა. შეხვედრაში მმართველი უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
“განვიხილეთ დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. სხვადასხვა საკითხზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებიც ხაზგასმულია შესაბამის რეზოლუციაში. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სასამართლო რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში დემოკრატიულ განვითარებასთან. გენერალურ მდივანთან ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას საქართველოში ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.