პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მარტში ეწვევა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნა იყო, საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა მარტში გადაეწია, რაც გათვალისწინებულია.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია მომავალ კვირას გაიხსნება.