„ევროპული საქართველო“ პარლამენტში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ფრაქციას შექმნის

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ფრაქციას შექმნის

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში სავარაუდოდ, მესამე ფრაქციას, რეგიონების ფრაქციას შექმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პარტიას თავიდანვე, „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფისთანავე ნათქვამი ჰქონდა, რომ პარლამენტში არსებული გადანაწილება იყო დროებითი.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს იყო დროებითი საპარლამენტო გადალაგება და შესაბამისად, არ გამოვრიცხავდით ორი ან სამი ფრაქციის შექმნას. სავარაუდოდ, იქნება მესამე ფრაქციაც. არსებულ ფრაქციებს დაემატება ერთი ფრაქცია, რეგიონების ფრაქცია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.