სამაშველო სამსახური „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიების მფლობელებს მაღაზიების დაცლას ურჩევს

სამაშველო სამსახური „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიების მფლობელებს მაღაზიების დაცლას ურჩევს

სამაშველო სამსახური „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიების ხელმძღვანელებსა და მფლობელებს მაღაზიების დაცლას ურჩევს, რადგან შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.

ამ წუთებში „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების მფლობელები მაღაზიებს ცლიან.

ამჟამად სახანძრო და სამაშველო ბრიგადების მიერ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძრის ცალკეული კერების ჩაქრობა- დამუშავება მიმდინარეობს. ამ დროისთვის ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ ლოკალიზებულია.